ტურის დეტალები

კატეგორია: მრავალდღიანი

ღირებულება: 799 GEL

ადგილმდებარეობა: პრაღა, ჩეხეთი

დაწყების თარიღი: 2019-04-13

დასრულების თარიღი: 2019-04-16

კვებით უზრუნველყოფა: კი

ტრანსპორტის ტიპი: თვითმფრინავი

კომპანიის ნომერი: 577727667

კოპმპანიის ელ-ფოსტა: nika.jmuxadze@yahoo.com

მომხმარებელი: nika_jmuxadze

ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო", გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს პრაღაში. ♥   (13,14,15,16 აპრილი - შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი)

ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

განრიგი:

13 აპრილი, შაბათი - 1 დღე:

გაფრენა ქუთაისის აეროპორტიდან - 19:10 საათი
ჩაფრენა პრაღის საერთაშორისო აეროპორტში - 20:55 საათი (ჩეხეთის დროით)
22:00 საათზე დაბინავება სასტუმროში, დასვენება.

14 აპრილი, კვირა - მეორე დღე:

08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ პრაღის ძველი ქალაქი
✔ ასტრონომიული საათი  -  პრაღის გასაოცარი საათი, რომელიც რამდენიმე დროს ერთდროულად აჩვენებს. საათი 600-ზე მეტი წლის გახლავთ.
✔ წმინდა ნიკოლოზის ულამაზესი ტაძარი
✔ ცვილის თოჯინების მუზეუმი
✔ შოკოლადის მუზეუმი
✔ სალვადორ დალის მუზეუმი
✔ ფხვნილის კოშკი - ეს გოთიკური კოშკი იმ ძველი ალაყაფის კარია რომელიც ქალაქს თავდასხმისგან იცავდა. 19-ე საუკუნეში მას კორონაციის ცერემონიებისთვის იყენებდნენ. მეფეები პრაღის ციხე-სიმაგრისკენ აქედან მიდიოდნენ.
✔ ვაცლავის მოედანი - სუვენირების ბაზრობა და სავაჭრო ცენტრები
✔ ნაციონალური მუზეუმი

19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო. (დღის განმავლობაში, ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენება)

15 აპრილი, ორშაბათი - მესამე დღე:

08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ კარლოვის ქუჩა
✔ კარლოვის ხიდი - თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის.
✔ გემით ერთსაათიანი  გასეირნება მდ. ვლტავაზე
✔ ტრდილოს დაგემოვნება- ჩეხური ტრადიციული ტკბილეული
✔ ჯონ ლენონის კედელი -  თავისუფლების, მშვიდობისა და სიყვარულის სიმბოლოა. კედელი სავსეა Beatles სიმღერების ტექსტებით ან სხვადასხვა წარწერებით.
კედელი 1988 წელს შეიქმნა, როდესაც საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა საკუთარი აზრის გამოხატვა კედელზე წარწერების და ნახატების შექმნით გადაწყვიტეს.
✔ პატარა ვენეცია
✔  გედების მონახულება.
✔ პრაღის ციხესიმაგრე - ულამაზესი პანორამული ხედები დედაქალაქზე

18:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო. (დღის განმავლობაში, ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენება)

16 აპრილი, სამშაბათი - მეოთხე დღე:

08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ მოცეკვავე სახლი - არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში „მოცეკვავე სახლი“, საოფისე შენობის მეტსახელია პრაღის ცენტრში
✔ ნაციონალური თეატრი
✔ ფრანც კაფკას თავი, რომელიც მოძრაობს— XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი

ტურს ვასრულებთ 13:00 საათისთვის და თავისუფალი დრო დღის განმავლობაში 19:00 საათამდე.

21:25 საათზე - გამოფრენა პრაღის საერთ.აეროპორტიდან.
02:55 საათი - ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში.

ტურის ღირებულება გახლავთ 799 ლარი. ფასში შედის:

✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - პრაღა - ქუთაისი)
✔ ბარგი 10 კგ (პრიორიტეტი სტატუსი)
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში -
ლინკს მალე დავდებთ
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი ორივე მიმართულებით (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ გიდი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის კვება (საუზმის გარდა) და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 170 ლარს.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა