ტურის დეტალები

კატეგორია: მრავალდღიანი

ღირებულება: 690 GEL

ადგილმდებარეობა: ბუდაპეშტი

დაწყების თარიღი: 2019-04-06

დასრულების თარიღი: 2019-04-08

კვებით უზრუნველყოფა: კი

ტრანსპორტის ტიპი: თვითმფრინავი

კომპანიის ნომერი: 577727667

კოპმპანიის ელ-ფოსტა: nika.jmuxadze@yahoo.com

მომხმარებელი: nika_jmuxadze

ბუდაპეშტი - სენტენდრე 690 ლარად ♥
-----------------------------------------------------------------------
6, 7, 8 აპრილს (შაბათი, კვირა, ორშაბათი), ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს ბუდაპეშტში. ასევე ჩვენი ტურის ფარგლებში მოვინახულებთ უმშვენიერეს პატარა ქალაქს - სენტეენდრეს.

6 აპრილი (შაბათი) - პირველი დღე:

05:40 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ქართული დროით)
06:50 საათი - ჩასვლა ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში (უნგრეთის დროით)
08:00 საათი - დაბინავება სასტუმროში (ქალაქის ცენტრში)
10:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ პარლამენტს - შენობა დუნაის ნაპირზე დგას.
ის ნეოგოთიკურ სტილშია აშენებული და მის ფასადზე 88 ქანდაკებაა, უმეტესად უნგრელი მეფეებისა და მმართველების.
✔ სენტ სტეფანის (იშტვანის) ბაზილიკა - გუმბათიდან (სადაც აუცილებლად მოვხვდებით) იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ბუდაპეშტზე.
ბაზილიკას შესასვლელთან განთავსებულია ულამაზესი სკვერი, რომელიც მოსაღამოვებისას ხალხმრავალ ადგილად გარდაიქმნება ხოლმე.
✔ ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა – ის ევროპაში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მეორეა ნიუ-იორკის ცნობილი სინაგოგის შემდგომ. აშენდა 1859 წელს.
✔ ვაცის ქუჩა - ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, კაფეები. ასევე ეს გახლავთ ბუდაპეშტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, რომელიც დიდი ხანია, სასეირნო და დასასვენებელ ადგილად იქცა. (აქ ტურის შუალედში გვექნება თავისუფალი დრო 1 - 30 საათი)
✔ დუნაის ბულვარის ფეხსაცმელები - ზოგი მათგანი მამაკაცებს ეკუთვნით, ზოგიერთი – ქალებს. ეს მემორიალი იმ გარდაცვლილ ებრაელებს ეძღვნებათ, რომლებიც 1944-1945 წლებში უნგრეთის ისრების ჯვრის პარტიის წევრებმა დახოცეს დუნაის ნაპირებთან.
✔ ჯაჭვის ხიდზე გასვლა - ინგლისელი დიზაინერის უილიამ ტერი კლარკის მიერ დაპროექტებული ხიდი დღესაც აოცებს მნახველებს.

19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

7 აპრილი (კვირა) - მეორე დღე:

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში. 10:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ მეთიუსის ეკლესიას - ერთ-ერთი ლამაზი შენობა, რომლის მშენებლობა ორი საუკუნის მანძილზე მიმდინაროებდა. ის აგებულია გოთიკურ სტილში და იმდენად ლამაზია, რომ როდესაც XVI საუკუნეში თურქებმა დაიპყრეს ქალაქი მათ ვერ გაიმეტეს ტაძარი დასანგრევათ და მხოლოდ ფრესკები გადაღებეს.
✔ მეთევზეთა ბასტიონს - ხედები პარლამენტის შენობაზე და მდინარე დუნაიზე
✔ უნგრეთის ეროვნულ მუზეუმს - მუზეუმის კოლექცია ეძღვნება უნგრეთის ისტორიასა და ხელოვნებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს დაარსების მომენტიდან 1990 წლამდე პერიოდს
✔ გელერტის მთას და ციხეს - აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გამწვანებული ადგილია მთელ ბუდაპეშტში. გადმოსახედი ბუდაზე და პეშტზე
✔ 40 წუთიანი გასეირნება გემით მდ. დუნაიზე და ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქის ცენტრალურ უბნებზე


ტურს ვასრულებთ 17:00 საათისთვის, თავისუფალი დრო.
პ.ს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ განიტვირთოთ აქვე მდებარე გოგირდის აბანოებში ან ისეირნოთ მდ. დუნაის სანაპიროზე, ვაცის საფეხმავლო ქუჩაზე და შეიქმნათ იდეალური განწყობა.
ბუდაპეშტი, ხომ შეგრძნებების და მოგონებების ქალაქია.

8 აპრილი (ორშაბათი) - მესამე დღე

✔ 08:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 09:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ გმირთა მოედანს
✔ ვაიდახუნიადის სასახლე და სოფლის მეურნეობის მუზეუმი - ბუდაპეშტის ცენტრში მდებარე ძალიან რომანტიული და არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე სასახლე.
✔ ვაროშლიგეტის პარკს და ტბას - საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის (აქედან 50 მეტრში მდებარეობს ზოოპარკი, მონაწილეების სურვილის შემთხვევაში ამ ადგილსაც მოვინახულებთ )
✔ სენტეენდრეს - უმშვენიერესი პატარა ქალაქი ბუდაპეშტთან ახლოს

21:30 საათისთვის გამგზავრება ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო პროცედურები.
23:55 საათი - გამოფრენა ქუთაისისკენ (უნგრული დროით)
9 აპრილი (სამშაბათი) - 04:55 საათი - დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში და გამომგზავრება თბილისისკენ.

ტურის ღირებულება გახლავთ 690 ლარი. ფასში შედის:

✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ბუდაპეშტი - ქუთაისი)
✔ ბარგი 10 კგ
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში -
https://www.booking.com/hotel/hu/unio.en-gb.html?
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი ორივე მიმართულებით (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ ქართულენოვანი გიდი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის კვება (საუზმის გარდა) და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება გემის ჩათვლით შეადგენს 170 ლარს.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა