ტურის დეტალები

კატეგორია: მრავალდღიანი

ღირებულება: 799 GEL

ადგილმდებარეობა: ათენი

დაწყების თარიღი: 2019-03-28

დასრულების თარიღი: 2019-03-31

კვებით უზრუნველყოფა: კი

ტრანსპორტის ტიპი: თვითმფრინავი

კომპანიის ნომერი: 577727667

კოპმპანიის ელ-ფოსტა: nika.jmuxadze@yahoo.com

მომხმარებელი: nika_jmuxadze

28,29,30,31 მარტს (ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა), ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს ათენში.

28 მარტი (ხუთშაბათი) - პირველი დღე:

06:10 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ქართული დროით)
07:05 საათი - ჩასვლა ათენის საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
08:00 საათი - დაბინავება სასტუმროში (ქალაქის ცენტრში)
10:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ მონასტირაკის მოედანი;
✔ ადრიანეს ბიბლიოთეკა (დაარსებული იმპერატორ ადრიანეს მიერ ძვ. წ. აღ 132 წელს; ქალღმერთ ნიკეს ტაძარი);
✔ რომაული აგორა, ქარების კოშკი;
✔ ძველი აგორა (ათალოსის სტოა, ჰეფესტოს ტაძარი);
✔ პავლე მოციქულის და ადრიანეს ქუჩები (კვების ობიექტები, სუვენირები);
✔ ფილოპაპოსის გორა (ფილოპაპოსის მონუმენტი, ათენის პანორამული ხედები).

19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

29 მარტი (პარასკევი) - მეორე დღე:

✔ 09:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 10 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ კერამეიკოსის არქეოლოგიური ზონა (არქეოლოგიური მუზეუმი);
✔ აკროპოლისი (დიონისეს თეატრი, ჰეროდე ატიკუსის ოდეონი, ერექტეიონი, პართენონი);
✔ პლაკა (ძველი ქალაქი);
✔ ზევსის ტაძარი;
✔ ადრიანეს თაღი.

19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

30 მარტი (შაბათი) - მესამე დღე:

✔ 09:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 10 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი
✔ სინტაგმას მოედანი, ეროვნული ბაღი, ზაპაეიონი;
✔ პანათინაიკოსის ოლიმპიური სტადიონი;
✔ არისტოტელეს ლიცეუმი (ლიკეიონი)
✔ ლიკაბეტის გორა (ქალაქის უმაღლესი წერტილი, ფუნიკულიორი, ათენის პანორამული ხედები).

19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

პ.ს. ყველა დღეს ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენებები.

31 მარტი (კვირა) - მეოთხე დღე:

05:00 საათი - საუზმე სასტუმროში

06:00 საათი - გამგზავრება ათენის საერთაშორისო აეროპორტში და 08:40 საათისთვის გამოფრენა ქუთაისის აეროპორტისკენ.
12:30 საათი - დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში ქართული დროით და გამომგზავრება თბილისისკენ.

ტურის ღირებულება გახლავთ 799 ლარი. ფასში შედის:

✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ათენი - ქუთაისი)
✔ ბარგი 10 კგ
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში -
https://www.booking.com/hotel/gr/centrotel-athena.en-gb.html?
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი ორივე მიმართულებით (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ გიდი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის კვება (საუზმის გარდა) და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 150 ლარს.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა