საიტი არის გათვლილი საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე, საიტს შეუძლია მოემსახუროს როგორც ქართველ ასევე უცხოელ მოქალაქეებს. ჩვენი საშუალებით კომპანიებსა და თავისუფალ გიდებს შეუძლიათ განათავსონ თავიანთი ტურები სრულიად უფასოდ და ამით პირდაპირ საიტის მეშვეობით შეიძინონ მომხმარებლები.
მომხმარებლის რამდენი ტიპი არსებობს?
ჩვენ გთავაზობთ მომხმარებლის ორ ტიპს „ორგანიზატორი“ და „ტურისტი“. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საჭირო ტიპი რეგისტრაციისას.
რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ?
ჩვენთან ყველაფერი მარტივია, მაქსიმალურად მოვარგეთ საიტი როგორც ტურისტებს ასევე ორგანიზატორებს. გარდა ამისა ჩვენ უარს არ ვამბობთ მომხმარებლის რჩევების მიღებაზე და შეგიძლიათ იმისათვის, რომ საიტი აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რაც თქვენთვის არის საჭირო, მოგვწეროთ „კონტაქტი“-ს გვერდის საშუალებით. ასევე შევიმუშავეთ მიმოწერის ფუნქცია „ორგანიზატორსა“ და „ტურისტს“ შორის, რადგან საკონტაქტოდ არ დაგჭირდეთ სხვა საიტის ან მაილის გამოყენება. დაწყების დღიდან ჩვენ მუდმივ განვითარებას ვაპირებთ, ამიტომ ელოდეთ ბევრ სიახლეს და მეტ საშუალებას იშოვოთ ფული ჩვენი შუამავლობით.
რეგისტრაცია საიტიდან, ღილაკი „შესვლა“ > „რეგისტრაცია“. შეავსეთ ყველა ველი აირჩიეთ მომხმარებლის თქვენთვის მისაღები ტიპი და დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“. გთხოვთ აუცილებლად დაიმახსოვროთ მომხმარებლის პაროლი და სახელი, რადგან ავტორიზაციას სხვანაირად ვერ გაივლით.
როგორ დავრეგისტრირდე ფეისბუქიდან?
რეგისტრაცია „ფეისბუქიდან“, ღილაკი „შესვლა“ და დააწვებით “login with facebook” თუ თქვენ რათქმაუნდა ხართ ფეისბუქის მომხამარებელი, მაშინ საიტი გაივლის ავტომატურ რეგისტრაციას და მოგანიჭებთ შემთხვევით პაროლსა და სახელს, რისი შეცვლაც შესაძლებელია პროფილის რედაქტირებისას. ამ მეთოდით რეგისტრაციისას თქვენ რეგისტრირდებით როგორც „ტურისტი“ რისი შეცვლაც შეუძლებრელია.
როგორ დავრეგისტრირდე გუგლიდან?
რეგისტრაცია „გუგლიდან“, ღილაკი „შესვლა“ და დააწვებით “login with google” თუ თქვენ რათქმაუნდა ხართ გუგლის მომხამარებელი, მაშინ საიტი გაივლის ავტომატურ რეგისტრაციას და მოგანიჭებთ შემთხვევით პაროლსა და სახელს, რისი შეცვლაც შესაძლებელია პროფილის რედაქტირებისას. ამ მეთოდით რეგისტრაციისას თქვენ რეგისტრირდებით როგორც „ტურისტი“ რისი შეცვლაც შეუძლებრელია.
ვინ არის „ორგანიზატორი“?
ორგანიზატორი არის პირი, რომელსაც შეუძლია განათავსოს ტურები საიტზე. მას შეუძლია ტურის განთავსება ორი მეთოდით, ეს არის, როგორც თავისუფალი გიდი და როგორც კომპანია.
ვინ არის „ტურისტი“?
ტურისტი არის პირი, რომელიც ეძებს კონკრეტულ ტურს და დაჯავშნის მას, ასევე შეუძლია დაეკონტაქტოს ტურის განმთავსებელს და შედგეს მიმოწერითი შეთანხმება.
როგორ დავამატოთ კომპანია?
კომპანიის დამატება ხდება მხოლოდ ორგანიზატორის მიერ. დააწვებით ღილაკს „პროფილი“ რომელიც საიტის მაღლა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული, გვერის გახსნის შემდეგ მოცემულ ტაბებიდან აირჩევთ „ჩემი კომპანია“ და შეავსებთ ყველა მოცემულ ველს, დააწვებით ღილაკს „შენახვა“ და თქვენი კომპანია მზად იქნება. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ტურები კომპანიის სახელით. მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი კომპანიის გაკეთება რისი რედაქტირება (გადაკეთება) შეუძლია ნებისმიერ დროს.
როგორ დავამატოთ ტური?
ტურის დამატება ხდება მხოლოდ ორგანიზატორის მიერ. დააწვებით ღილაკს „პროფილი“ რომელიც საიტის მაღლა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული, გვერის გახსნის შემდეგ მოცემულ ტაბებიდან აირჩევთ „ჩემი ტურები“ და გადახვალთ „ტურის დამატება“-ზე, შეავსებთ ყველა მოცემულ ველს, რის შემდეგაც ტური დაემატება. დამატებული ტური ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის იმის შემდეგ, რაც საიტის ადმინისტრაცია დაადასტურებს მას. ტაბ „ჩემი ტურები“-ს გვერდზე არის თქვენს მიერ დამატებული ტურების ცხრილი, რომლის რედაქტირება შეგიძლიათ, მანამ სანამ ტური დადასტურდება ადმინისტრაციის მიერ, ხოლო წაშლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
როგორ დავამატოთ ტური ფავორიტებში?
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ტური ფავორიტებში, ანუ თუ ტურმა დაგაინტერესათ და დააპირეთ მისი დაჯავშნა, შეგიძლიათ ჯერ იგი შეინახოთ ფავორიტებში, რათა სხვა დროს მისი თავიდან ძებნა არ დაგჭირდეთ. ფავორიტები განთავსებულია პროფილის გვერდის ტაბებში. ფავორიტებში დამატება ხდება, როგორც ტურების ცხრილიდან, ასევე ტურის შიდა გვერდიდან, ამისათვის საჭიროა დააწვეთ ხილაკს „ფავორიტებში დამატება“ და მისი წაშლა შესაძლებელია მხოლოდ ფავორიტების ცხრილის გვერდიდან.
როგორ გამოვიწეროთ კომპანია?
კომპანიის გამოწერა შეგიძლიათ, როგორც კომპანიის შიდა გვერდიდან, ასევე კომპანიების ცხრილიდან. ამისათვის საჭიროა დააწვეთ ღილაკს, „გამოწერა“ და თქვენი კომპანია დაემატება პროფილის გვერდის, „გამოწერილები“-ს ტაბში. თუ თქვენ მოგწონთ რომელიმე კომპანიის მომსახურება, მაშინ მისი „გამოწერით“ თქვენ შეძლებთ მუდმივად აკონტროლოთ კომპანიის მიერ დამატებული ტურები. „გამოწერილები“-ს გვერდზე გამოწერილ კომპანიებთან ერთად არის მათ მიერ დამატებული ტურების ცხრილი.