ტურის დეტალები

კატეგორია: მრავალდღიანი

ღირებულება: 1350 GEL

ადგილმდებარეობა: ესპანეთი, ბარსელონა

დაწყების თარიღი: 2018-11-09

დასრულების თარიღი: 2018-11-12

კვებით უზრუნველყოფა: კი

ტრანსპორტის ტიპი: თვითმფრინავი

კომპანიის ნომერი: 577727667

კოპმპანიის ელ-ფოსტა: nika.jmuxadze@yahoo.com

მომხმარებელი: nika_jmuxadze

ბედნიერება მოგზაურობაში, ახალ მეგობრებში და დაუვიწყარ წუთებშია. ♥
----------------------------------------------------------------------------
მოგესალმებით, (9, 10, 11, 12 ნოემბერს - პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი ) ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ 4 დღიან დაუვიწყარ ტურს ბარსელონაში.

9 ნოემბერი (პარასკევი) - გამგზავრება ქუთაისის აეროპორტიდან 16:10 საათზე.
ჩაფრენა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში - 18:10 საათისთვის (ესპანეთის დროით)
19:00 საათისთვის - დაბინავება სასტუმროში ქალაქის ცენტრში, დასვენება. პ.ს. სასტუმროს ლინკს დავდებთ მალე.

10 ნოემბერი (შაბათი) - მეორე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ პლასა დე კატალონია - ეს არის ბარსელონას ცენტრალურ ქუჩათა მთავარი გზაგასაყარი და მტრედების მოედანი - ადგილი, სადაც უამრავი მტრედი გეხვევა გარს
✔ პასეო დე გრაცია - აქ წარმოდგენილია ესპანელი გენიოსის არქიტექტორ გაუდის ორი ულამაზესი არქიტექტურული შედევრი
✔ მუსიკის სასახლე - მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ნაგებობა
✔ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
✔ ტრიუმფალური თაღი - 1888 წელს აიგო ბარსელონაში. 30 მეტრიანი თაღი აიგო მსოფლიო გამოფენისთვის. ის მთავარი შესასვლელი იყო დიდ გამოფენასთან. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც სიმბოლოა ბარსელონას მასპინძლობისა.
✔ ბარსელონას მრავალფეროვანი ზოოპარკი ( აქვე არის ულამაზესი პარკი ტბით და შადრევნებით, სადაც გავისეირნებთ და გვექნება მცირეხნიანი შესვენება )
✔ შოკოლადის მუზეუმი
✔ პიკასოს მუზეუმი - მეოცე საუკუნის ესპანელი გენიოსის, პაბლო პიკასოს გამორჩეული კოლექციის მუზეუმი
✔ გოთური სტილის კათედრალი - რომელიც 14 საუკუნის გახლავთ და გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე
✔ ლა რამბლა - ამერიკის აღმომჩენი ქრისტეფორე კოლუმბის მონუმენტი
✔ ბოქერას ბაზარი - შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ესპანური მრავალსახეობის ხილი, ტკბილეულობა და ა.შ


19:30 საათზე - ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო (ასევე ტურის შუალედშიც გვექნება ერთსაათიანი შესვენება)

11 ნოემბერი (კვირა) - მესამე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ საგრადა ფამილია - რომაული კათოლიკური კათედრალი, არქიტექტორ გაუდის შედევრი.
✔ ტიბიდაბოს მთა - ბარსელონას გადმოჰყურებს 512 მ სიმაღლის ტიბიდაბოს მთა, საიდანაც ქალაქის გასაოცარი ხედი იშლება. მთაზე აღმართულია 288,4 მ სიმაღლის სატელეკომუნიკაციო ანძა, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს
✔ გუელის პარკი - უმშვენიერესი ბაღები არქიტექტურული ელემენტებით
✔ მეფის სასახლე ულამაზესი შადრევნებით - ეს გახლავთ არაგონელი მეფეების სასახლე. აშენებულია მე - 14 - ე საუკუნეში არქიტექტორ გუილემ კარბონელის მიერ.
კატალონიელების საყვარელი შეკრების ადგილი.
✔ ბარსელონას მრავალფეროვანი აკვარიუმი
✔ 19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გახვიდეთ ხმელთაშუა ზღვის პლიაჟზე, დაისვენოთ და განიტვირთოთ

12 ნოემბერი (ორშაბათი) - მეოთხე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ კამპ ნოუს - რომელსაც უბრალოდ წარდგენაც არ სჭირდება
✔ თუ დრო დაგვრჩება - თავისუფალი დრო ქალაქში

. 18:45 საათისთვის - გამოფრენა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტიდან (ესპანეთის დროით)
02:40 საათისთვის - ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ქართული დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 1350 ლარი. ფასში შედის:

✔ ორმხრივი ავიაბილეთი - ქუთაისი - ბარსელონა - ქუთაისი
✔ ბარგი 10 კგ
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრში (სამი ღამე) - სასტუმროს ლინკს მალე დავდებთ
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი და ბარსელონას აეროპორტიდან სასტუმროდე და პირიქით
✔ სამოგზაურო დაზღვევა
✔ გიდი

ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება, უზრუნველოფა ხდება ინდივიდუალურად და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს - 250 ლარს. (ანუ თუ ყველგან შებრძანდებით)

მსურველებმა დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა