ტურის დეტალები

კატეგორია: მრავალდღიანი

ღირებულება: 799 GEL

ადგილმდებარეობა: საბერძნეთი/ათენი

დაწყების თარიღი: 2018-10-18

დასრულების თარიღი: 2018-10-21

კვებით უზრუნველყოფა: კი

ტრანსპორტის ტიპი: თვითმფრინავი

კომპანიის ნომერი: 577727667

კოპმპანიის ელ-ფოსტა: nika.jmuxadze@yahoo.com

მომხმარებელი: nika_jmuxadze

18 - 19 - 20 - 21 ოქტომბერს (ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა), ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს ათენში.

18 ოქტომბერი (ხუთშაბათი) - პირველი დღე:

06:10 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ქართული დროით)
08:05 საათი - ჩასვლა ათენის საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
09:00 საათი - დაბინავება სასტუმროში (ქალაქის ცენტრში)
10:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

1) მონასტირაკის მოედანი;
2) ადრიანეს ბიბლიოთეკა (დაარსებული იმპერატორ ადრიანეს მიერ ძვ. წ. აღ 132 წელს; ქალღმერთ ნიკეს ტაძარი);
3) რომაული აგორა, ქარების კოშკი;
4) ძველი აგორა (ათალოსის სტოა, ჰეფესტოს ტაძარი);
5) პავლე მოციქულის და ადრიანეს ქუჩები (კვების ობიექტები, სუვენირები);
6) ფილოპაპოსის გორა (ფილოპაპოსის მონუმენტი, ათენის პანორამული ხედები).

19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

19 ოქტომბერი (პარასკევი) - მეორე დღე:

✔ 09:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 10 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

1) კერამეიკოსის არქეოლოგიური ზონა (არქეოლოგიური მუზეუმი);
2) აკროპოლისი (დიონისეს თეატრი, ჰეროდე ატიკუსის ოდეონი, ერექტეიონი, პართენონი);
3) პლაკა (ძველი ქალაქი);
4) აკროპოლისის მუზეუმი;
5) ზევსის ტაძარი;
6) ადრიანეს თაღი.

19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

20 ოქტომბერი (შაბათი) - მესამე დღე:

✔ 09:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 10 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

1) სინტაგმას მოედანი, ეროვნული ბაღი, ზაპაეიონი;
2) პანათინაიკოსის ოლიმპიური სტადიონი;
3) არისტოტელეს ლიცეუმი (ლიკეიონი)
4) ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი
5) ლიკაბეტის გორა (ქალაქის უმაღლესი წერტილი, ფუნიკულიორი, ათენის პანორამული ხედები).

19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

პ.ს. ყველა დღეს ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენებები.

21 ოქტომბერი (კვირა) - მეოთხე დღე:

05:30 საათი საუზმე
გამგზავრება ათენის საერთაშორისო აეროპორტში და 08:35 საათისთვის გამოფრენა ქუთაისის აეროპორტისკენ.
12:25 საათი - დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში ქართული დროით და გამომგზავრება თბილისისკენ.

ტურის ღირებულება გახლავთ 799 ლარი. ფასში შედის:

✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ათენი - ქუთაისი)
✔ ბარგი 10 კგ
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში -
ლინკს მალე დავდებთ
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი ორივე მიმართულებით (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ კვალიფიციური გიდი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის კვება (საუზმის გარდა) და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 150 ლარს.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა