ტურის დეტალები

კატეგორია: მრავალდღიანი

ღირებულება: 50 GEL

ადგილმდებარეობა: გურია

დაწყების თარიღი: 2017-08-18

კვებით უზრუნველყოფა: არა

ტრანსპორტის ტიპი: მიკროავტობუსით

მომხმარებლის ელ-ფოსტა: lamazitours@gmail.com

მომხმარებელი: giorgi

12-13 აგვისტოს  იგეგმება ტური  გურიაში,  გომის მთაზე.  ღამეს  გავათევთ კარვებში.
შევიკრიბებით 07:00 სკენ ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე.  გადავამოწმებთ აღჭურვილობას და გავალთ,  რიკოთზე გავჩერდებით  ხაჭაპურებზე, გავაგრძელებთ გზას.  მოვილოცავთ შემოქმედის ეკლესიას  და შემდეგ გავაგრძლებთ გზას გომის მთისკენ.  გავშლით კარვებს და წავალთ მზის ჩასვლის საყურებლად.
მეორე დილით ადრე ავდგებით, ავშლით კარვებს, და წამოვალთ  უკან,  გავჩერდებით "ჩაქუხაზე"(საბანაო გასაგრილებელი ადგილი),   წავიხემსებთ და ისევ გავაგრძელებთ გზას.
აუცილებელი აღჭურვილობა:

საძილე,
პარალონი,
კარავი,
ჩანთა თქვენი აღჭურვილობისთვის,
ლაშქრობისთვის შესაბამისი ტანისამოსი, ფეხსაცმელი
გამოსაცვლელები,
საწვიმარი
მზისგან დამვავი კრემი, სათვალე, ქუდი.

 
ალკოჰოლს არ ვეკარებით დანიშნულების ადგილამდე.
არც მეორე დილას(წყალში ნასვამები ვერ ჩახვალთ)
აუცილებელია დავემორჩილოთ გამყოლებს,  დაუმორჩილებლობა ისჯება.(მოიხსნებით ტურიდან რაც ნიშნავს რომ ადგილზევე დაგტოვებთ).
პ.ს დაგვიანების შემთხვევაში,  ფული არ დაბრუნდება. სიაში ჩასაწერად დამიკავშირდით ნომერზე 598906511, ან მომწერეთ  გვერდზე  ჩათის მეშვეობით.