ტურის დეტალები

კატეგორია: მრავალდღიანი

ღირებულება: 1350 GEL

ადგილმდებარეობა: ესპანეთი

დაწყების თარიღი: 2018-09-21

დასრულების თარიღი: 2018-09-24

კვებით უზრუნველყოფა: არა

ტრანსპორტის ტიპი: თვითმფრინავი

კომპანიის ნომერი: 577727667

კოპმპანიის ელ-ფოსტა: nika.jmuxadze@yahoo.com

მომხმარებელი: nika_jmuxadze

ბედნიერება მოგზაურობაში, ახალ მეგობრებში და დაუვიწყარ წუთებშია. ♥
----------------------------------------------------------------------------
მოგესალმებით, ( 21 - 22 - 23 - 24 სექტემბერს და 5 - 6 - 7 - 8 ოქტომბერს ) ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ 4 დღიან დაუვიწყარ ტურებს ბარსელონაში.

21 სექტემბერი / 5 ოქტომბერი (პარასკევი) - გამგზავრება ქუთაისის აეროპორტიდან 16:00 საათზე.
ჩაფრენა ბარსელონას საერთაოშირო აეროპორტში - 19:00 საათისთვის (ესპანეთის დროით)
20:00 საათისთვის - დაბინავება სასტუმროში ქალაქის ცენტრში, დასვენება (ლინკს დავდებთ უახლოეს პერიოდში)

22 სექტემბერი / 6 ოქტომბერი (შაბათი) - მეორე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ პლასა დე კატალონია - ეს არის ბარსელონას ცენტრალურ ქუჩათა მთავარი გზაგასაყარი.
✔ მტრედების მოედანი - ადგილი, სადაც უამრავი მტრედი გეხვევა გარს
✔ პასეო დე გრაცია - აქ წარმოდგენილია ესპანელი გენიოსის არქიტექტორ გაუდის ორი ულამაზესი არქიტექტურული შედევრი 
✔ ლა რამბლა - ამერიკის აღმომჩენი ქრისტეფორე კოლუმბის მონუმენტი
✔ ბოქერას ბაზარი - შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ესპანური მრავალსახეობის ხილი, ტკბილეულობა და ა.შ
✔ მუსიკის სასახლე - მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ნაგებობა
✔ პიკასოს მუზეუმი - მეოცე საუკუნის ესპანელი გენიოსის, პაბლო პიკასოს გამორჩეული კოლექციის მუზეუმი
✔ შოკოლადის მუზეუმი
✔ გოთური სტილის კათედრალი - რომელიც 14 საუკუნის გახლავთ და გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე

18:00 საათზე - ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო (ასევე ტურის შუალედშიც გვექნება ერთსაათიანი შესვენება)

23 სექტემბერი / 7 ოქტომბერი (კვირა) - მესამე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ტრიუმფალური თაღი - 1888 წელს აიგო ბარსელონაში. 30 მეტრიანი თაღი აიგო მსოფლიო გამოფენისთვის. ის მთავარი შესასვლელი იყო დიდ გამოფენასთან. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც სიმბოლოა ბარსელონას მასპინძლობისა.
✔ ბარსელონას მრავალფეროვანი ზოოპარკი
✔ ულამაზესი პარკი ტბით და შადრევნებით
✔ მეფის სასახლე - ეს გახლავთ არაგონელი მეფეების სასახლე. აშენებულია მე - 14 - ე საუკუნეში არქიტექტორ გუილემ კარბონელის მიერ.
✔ მონჯუიეს მთა - საიდანაც ბარსელონას ულამაზესი პანორამული ხედები იშლება

17:30 საათზე - ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო (ასევე ტურის შუალედშიც გვექნება ერთსაათიანი შესვენება)

24 სექტემბერი / 8 ოქტომბერი (ორშაბათი) - მეოთხე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ საგრადა ფამილია - რომაული კათოლიკური კათედრალი, არქიტექტორ გაუდის შედევრი.
✔ კამპ ნოუ - წარდგენა არ სჭირდება
✔ გუელის პარკი - უმშვენიერესი ბაღები არქიტექტურული ელემენტებით
✔ ტიბიდაბოს მთა - ბარსელონას გადმოჰყურებს 512 მ სიმაღლის ტიბიდაბოს მთა, საიდანაც ქალაქის გასაოცარი ხედი იშლება. მთაზე აღმართულია 288,4 მ სიმაღლის სატელეკომუნიკაციო ანძა, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს. 

19:00 საათისთვის - გამოფრენა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტიდან (ესპანეთის დროით)
02:30 საათისთვის - ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ქართული დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 1350 ლარი. ფასში შედის:

✔ ორმხრივი ავიაბილეთი - ქუთაისი - ბარსელონა - ქუთაისი
✔ ბარგი 10 კგ
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრში - სამი ღამე
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი და ბარსელონას აეროპორტიდან სასტუმროდე და პირიქით
✔ სამოგზაურო დაზღვევა
✔ გიდი

ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება, უზრუნველოფა ხდება ინდივიდუალურად და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს - 250 ლარს. (ანუ თუ ყველგან შებრძანდებით)

მსურველებმა დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა