ტურის დეტალები

კატეგორია: მრავალდღიანი

ღირებულება: 45 GEL

ადგილმდებარეობა: ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი

დაწყების თარიღი: 2017-09-02

კვებით უზრუნველყოფა: არა

ტრანსპორტის ტიპი: მიკროავტობუსით

მომხმარებლის ელ-ფოსტა: lamazitours@gmail.com

მომხმარებელი: giorgi

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 11 ბილიკია, რომლებიც მოეწყო გერმანიის მთავრობისა (BMZ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით.  (ოფიციალური ინფორმაცია) ჩვენ  დავადგებით  ნიკოლოზ რომანოვის ბილიკს, ლომის მთის  ქოხამდე, ტურისტული თავშესაფრამდე,  15 კმ-ია საშუალო სირთულის ბილიკზე.   ღამის თევა შესაძლებელია კოტეჯში ან კარვებში.  რათქმაუნდა კოტეჯში  ადგილები შეზღუდულია.  ვიკრიბებით  თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორია 07:00-ზე დაგვიანება ცუდი ტონია!   მოძრაობას დავიწყებთ ცენტრალიდან არაუგვიანეს  07:00 + რაცხა წამები.(ვინც ვერ მოასწრებთ დაე ბუძილნიკს დააბრალეთ და გადახდილი თანხაც მას მოსთხოვეთ ),  გავჩერდებით  სმარტთან ან ნიკორასთან აღმაშენებლის ხეივანზე(სურვილისამებრ). ავალთ ბორჯომში  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში რათა დავრეგისტრირდეთ.  შემდეგ კი გავუდგებით ფეხით გზას. დავბანაკდებით ტურისტთა თავშესაფართან. კარგ დროს გავატარებთ და დილიტ ავალთ ლომის მთაზე და შემდეგ ლამაზი ფოტოსესიის შემდეგ გამოვბრუნდებით უკან. აუცილებელი ინვენტარი: სალაშქრო ფეხსაცმელი. სასიარულოდ კომფორტული ტანსაცმელი. საწვიმარი. ჩანთა თქვენი აღჭურვილობის შესაბამისად. საკვები. გამოსაცვლელები. თბილი ტანსაცმელი.   მათ ვისაც არ გაქვთ  კარავი, სპალნიკი და პარალონი, შეგვეხმიანეთ და ვცდით  მოგეხმაროთ მოძიებაში. გაითვალისწინეთ რო დიდი ალბათობით კოტეჯში ადგილები არ იქნება(წინასწარ გავარკვევთ რათქმაუნდა). ტური არ შედგება/გაუქმდება თუ  ვერ მოგროვდა გარკვეული რაოდენობის მოლაშქრე. მეორე მარშუტკა დაემატება იგივე პირობით.  დაგვიანების შემთხვევაში,  ფული არ დაბრუნდება. სიაში ჩასაწერად დამიკავშირდით ნომერზე 598906511, ან მომწერეთ  გვერდზე  ჩათის მეშვეობით.