ტურის დეტალები

კატეგორია: ერთდღიანი

ღირებულება: 20 GEL

ადგილმდებარეობა: სოფელი ჯუთა, ხევსურეთი

დაწყების თარიღი: 2017-08-04

კვებით უზრუნველყოფა: არა

ტრანსპორტის ტიპი: სამარშუტო ტაქსი

კომპანიის ნომერი: 598906511

კოპმპანიის ელ-ფოსტა: sosoninidze@gmail.com

მომხმარებელი: soso

კომპანია: PiraliTours

კვირას   გეპატიჟებით  ულამაზესი  ჭაუხების  სანახავად,  გასვლა თბილისიდან 07:00- ზე  თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან. გთხოვთ  გაითვალისწინოთ რო  ტურის ღირებულებაში არ შედის  კვება, რაც ნიშნავს იმას რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს"

     გაჩერებები და სანახაობები: თბილისის  გასასვლელთან ახლოს მდებარე რომელიმე მარკეტი( სმარტი, ნიკორა), საჭირო პროვიზიის შესავსებად. გუდაურის ცნობილი და "ჩასაკარტოჩკებელი" გადასახედი, სოფ.სნო  სოფ. ჯუთა ჭაუხი

     პირობები და დაპირებები: ვიკრიბებით  დროულად, 07:00- ზე  თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიზე. ღირებულებაში შედის მგზავრობა და "სიტუაციაში გარკვეული" ადამიანის გამოყოლება ( ე.წ გიდი). ღიმილიანი მოსალმება. აუცილებელია  თან ვიქონიოთ ოდნავ თბილი ან თბილი ტანსაცმელი, მზისგან დამცავი ქუდი და სათვალე. მაღალქუსლიანი  ფეხსაცმლით წამობრძანებისას, შედეგებზე და ზარალებზე პასუხს ჩვენ არ ვაგებთ(ასევე საბანკეტო კაბების შემთხევაში) აუცილებელია მოვუსმინოთ  ე.წ. გიდს,  და ვიაროთ მის ჭკუაზე,  წინააღმდეგ შემთხვევაში გამყოლი/ორგანიზატორი ყოველნაირ პასუხისმგებლობას იხსნის მოლაშქრეთა წინაშე. თქვენი პირადი პროვიზიის წამოღება. ღიმილიანი დამშვიდობება. სიაში ჩასაწერად დამიკავშირდით ნომერზე 598906511, ან მომწერეთ  გვერდზე  ჩათის მეშვეობით.  

პ.ს. ტური არ შედგება/გაუქმდება თუ  ვერ მოგროვდა გარკვეული რაოდენობის მოლაშქრე. მეორე მარშუტკა დაემატება იგივე პირობით.

მსგავსი ტურები